- გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ენგურის ხიდი ცალმხრივად 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება გახსნილი.
შემომსვლელები სავალდებულო სამედიცინო-სანიტარულ შემოწმებას გაივლიან. აუცილებელია წარადგინონ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში გაცემული ცნობა კორონავირუსზე. გარდა ამისა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები – აფხაზეთის “რესპუბლიკის” პასპორტი, 2016 წელს გაცემული შიდა პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, ფორმა #9.