- დღეს, ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნა.
დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ივნისამდე ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად.
მათი ინფორმაციით, ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე.
მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი.
აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ელი ივნისიდან ჩაკეტა.