ემოციური ინტელექტი (EQ)


ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი IQ-ს მქონდე ადამიანები უფრო ნიჭიერები არაინ და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსი აქვთ. თუმცა, კვლევების თანახმად, მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე ადამიანები სჯობიან საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებს მხოლოდ დროის 20%-ის განმავლობაში, მაშინ როდესაც საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები სჯობიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს დროის 70%-ის განმავლობაში. აღნიშნულ ანომალიას ყურადღება პირველად 1995 წელს მიექცა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ).
EQ-ს მეშვეობით აიხსენება ის, თუ რატომ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომელთაც არც დიდი გამოცდილება აქვთ და არც განათლების მაღალი საფეხურებისთვის მიუღწევიათ. და მაინც რა არის EQ? ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობების მართვა. თვითცნობიერება – უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება. თვითცნობიერება მნიშვნელოვანია, რამდენადაც 83% ადამიანებისა, რომელთან მაღალი თვითცნობიერების უნარი აქვთ საქმის საუკეთესოდ შემსრულებლები არიან. საკუთარი თავის მართვა – უნარი გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. სოციალური ცნობიერება – უნარი გააცნიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან. ურთიერთობების მართვა – უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე. EQ სრულიად განსახვავდება IQ-სგან და მათ საერთო არაფერი აქვთ. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია. დავუბრუნდეთ ისევ წარმატებას, რამდენად ახდენს ემოციური ინტელექტი გავლენას წარმატების მიღწევაზე? ძალიან! კვლევების თანახმად, თითქმის ყველა საქმიანობაში მიღწეული დონის 58% ემოციიური ინტელექტით აიხსნება. მენეჯერების 90% მაღალ EQ-ს მატარებელია, მაშინ როდესაც დაბალი რანგის თანამშრომელთა შორის, მხოლოდ 20% ფლობს მაღალ EQ-ს. სწორედ ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას, ის გავლენას ახდენს ადამიანის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე და მის თითოეულ ქცევაზე. ქართველებს არაერთხელ დაგვიქადნია ნიჭიერი ერი ვართო, მაღალი ინტელექტის მატარებელიო… 2006 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად (Lynn and Vanhanen), მსოფლიო რეიტინგით საშუალო IQ-ს მიხედვით, საქართველო მე-13 ადგილზეა გამოკვლეული 183 ქვეყნიდან, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია, თუმცა საკმარისია კი IQ-ს დონე ქვეყნის წარმატებისთვის? ინდივიდის მსგავსად, ქვეყნის წარმატებისთვისაც მნიშვნელოვანია თუ როგორი ემოციური ინტელექტის მატარებელია მისი მოსახლეობის უმრავლესობა. სამწუხაროდ ქვეყნების გლობალური რეიტინგი მათი EQ-ს მიხედვით გამოკვლეული არაა, თუმცა სადაო არაა რომ ქართველები ემოციურობითა და იმპულსურობით გამოვირჩევით. არც მოუთმენლობაა ჩვენთვის უცხო. გამოკითხულ 76 ქვეყანას შორის საქართველო რიგით მესამე ყველაზე მოუთმენელი ქვეყანა აღმოჩნდა (Dohmen). ემოციებზე და მოუთმენლობაზე დაყრდნობით ხშირად გადაწყვეტილებების მიღება კი დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნე EQ-ს ცვლილება და გაუჯობესება IQ-სგან განსხვავებით სავსებით შესაძლებელია და იქნებ სწორედ მოსახლეობის EQ-ს დონის ამაღლება აღმოჩნდეს ქვეყნის წარმატების საწინდარი?

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!