- საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას რუსული გაზი არ სჭირდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება”, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას. ემანუელ მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი მისი ინიციატივით არ გადადებულა.