- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. შესაბამისი ცვლილების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მარიამ ქვრივიშვილს დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.