ეიფელის კოშკი, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ვიზიტორებისთვის 25 ივნისიდან გაიხსნება


  • ეიფელის კოშკი სამთვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის, 25 ივნისიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება. თუმცა, ჯანდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეგულაცია იმოქმედებს.

კონკრეტულად კი, 11 წელს ზემოთ ასაკის ყველა პირს პირბადის ტარება მოეთხოვება. თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იქნება კოშკზე ვიზიტორთა ყოფნა დაშვებული.

კოშკის ადმინისტრაცია მომავალ ვიზიტორებს მოუწოდებს, რომ ბილეთები ონლაინ შეიძინონ, რათა სალაროებთან რიგში დგომა არ მოუწიოთ.

გარდა ამისა კოშკის ზედა დონე ჯერჯერობით დაკეტილი რჩება. ეიფელის კოშკი ასე ხანგრძლივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაკეტილა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ მარტში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!