- ეთნო სოფელი “სისატურა“ ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ნომინანტია ტურიზმის ეროვნული ჯილდოს „Welcome to Georgia!“ ნომინაციაში “ყველაზე საინტერესო და სათავგადასავლო ტური”.
გასულ წელს, “სისატურამ“ საუკეთესო სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
“სისატურას” დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ მოლოდინები კარგი აქვთ. “წელს, ცოტა რთული ნომინაციაა, ვინაიდან არ ვიცით, ჟიურის კრიტერიუმები და პრიორიტები რა მიმართულებით აქვთ, თუკი ტურის მრავალფეროვნება იქნება მთავარი კრიტერიუმი აქ ტურისტული კომპანიები უფრო მეტ შეთავაზებას აკეთებს, ჩვენ უფრო ლოკალური პროდუქტი ვართ, რომელიც ერთ სივრცეში უამრავ მიმართულებას წარმოადგენს. ვნახოთ, მოლოდინები კარგი გავქვს.”
ტურიზმის ეროვნული ჯილოდოს „Welcome to Georgia-ს“ გამარჯვებულს სპეციალური ჟიური წლის ბოლომდე გამოავლენს.