“ეთნოცენტრი-ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტის “ეთნოცენტრი-ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ ტრადიციული რეწვის ოსტატებს. “შეიქმნას სივრცე, სადაც ტრადიციული რეწვის ოსტატებს შეეძლებათ თავიანთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პროექტის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეებს უფასოდ შეეძლებათ გამოიყენონ ეს სივრცე და განახორციელონ თავანთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ვფიქრობთ, “ეთნოცენტრი” გახდება, როგორც ტურისტულად მიმზიდველი, ასევე ხელშეწყობა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დღემდე ეწევიან ამ საქმიანობას”.

პრეზენტაციას, ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.

პროექტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გაეროს განვითარების პროგრამის დონორობით განახორციელებს. პროექტის ხანგრძლოვობა 10 თვეა.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!