ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სასმელია, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. თანამედროვე სამყაროში ადამიანებს ყავის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენიათ.
Lonely Planet-ის ექსპერტებმა მომხმარებლების გამოკითხვისა და ყავის გემოვნური თვისებების შესწავლის საფუძველზე, იმ ევროპული ქალაქების რეიტინგი შეადგინეს, სადაც ყავის გამო ღირს ჩასვლა.
Lonely Planet-ის მიერ შედგენილ რეიტინგს სტამბოლი ლიდერობს. მაშ, ასე, ევროპული ქალაქების TOP-5, სადაც ყავის გამო ტურისტი უნდა ჩავიდეს ასეთია:
1. სტამბოლი, თურქეთი;
2. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
3. ტურინი, იტალია;
4. ოსლო, ნორვეგია;
5. ვენა, ავსტრია.