დღეს, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ” საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის ოთხი თვის ანაგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, ბათლომე შელიამ და დეპუტატმა ირაკლი ღურწკაიამ ისაუბრეს ფრაქციის და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებზე და მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ფრაქციის სამომავლო გეგმები. დეპუტატებმა ისაუბრა ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, განმუხურის ბოტანიკურ ბაღზე, გარევაჭრობაზე, ახალგაზრდულ და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ბათლომე შელია მიიჩნევს, რომ დღეს, საქართველოში ძირითადი პრობლემა საკადრო პოლიტიკაა. დეპუტატებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია საკრებულოში მათი კომისიის მუშაობაზე. “ჩვენი მთავარი მიზანი არის მივუთითოთ ხელისუფლებას შეცდომებზე, როგორ სჯობია საქმის კეთება. სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობა არის, ის რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც რეალურად დგას ჩვენი ქალაქის წინაშე. ჩვენი მომავალი გეგმაც იქნება, რომ ხელისუფლებას მივუთითოთ ყოველთვის ის საკითხები, რომელ საკითხებზეც ისინი პასიურები არიან, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია ჩვენს ქალაქში”- უთხრა ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ.
აღნიშნულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტტეის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო” ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAD) მიერ.