“ევროპული საქართველოს“ საპროტესტო აქციაზე


დღეს, “ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აზიური ფაროსაგან მიყენებული ზარალის დათვლისა და ანაზღაურების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეები მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით გუბერნიისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები: „არა პრემიებს, დახმარება ხალხს“, „მოვიცილოთ უმოქმედო მთავრობა“, „კომპესაცია ხალხს, ფაროსანა ბიძინას“, „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“, „ფაროსანა სტიქიური უბედურებაა“.აქციის მონაწილეები შეძახილებითა და სტვენით მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=vK_CeTxZMeU[/embedyt]

მხარდამჭერებს  სიტყვით მიმართეს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ და პარტიის ლიდერებმა: ლაშა დამენიამ, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ. მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ  პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან გიგი უგულავასთან ერთად, პროტესტის ნიშნად ფაროსანების გროვა შენობის წინ დაყარა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ECX78gGOYz0[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!