ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი


  • ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა.

„მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. დეტალურად მინდა მოგახსენოთ ჩვენი რეკომენდაციების თაობაზე. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი.

უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას გააჩნია განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას, ომის წინ უკრაინამ ანახა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გაგვაჩნია, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი სამუშაო უნდა გაკეთდეს კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტურად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა გახლავთ მოსამართლეების შერჩევა კონსტიტუციური სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები. რაც შეეხება ფუნდამენტალურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80 პროცენტი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, უმცირესობებზე კანონის მიღება არის დარჩენილი. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო არის დარჩენილი. ველაპარაკე ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიგალს, როდესაც ათი დღის წინ კიევში ვიმყოფებოდი, ძალიან ღრმა პასუხი მივიღე პრეზიდენტისგან, რომ ჩვენ რომ არ გვქონდეს განაცხადი შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ რეფორმები მაინც უნდა გაგვეტარებინა უკრაინული დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ომი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ უმეტესობა საკითხებისა, ასე თუ ისე მოგვარებულია.

უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. ეს არის იმ გაგებით, რომ საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება მოლდოვას, მისივე თქმით, იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით.

„მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას ვაკეთებთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის პრორეფორმული ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად. მოლდოვას ასევე ძალიან გრძელი გზა გააჩნია, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!