- დღეს, თბილისში, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირმა ,,ჰარმონიამ” კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XI ეროვნული საშობაო კონცერტი ჩაატარა.
ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობდნენ საგუნდო-სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები: დარე ცინდელიანი, ილია ჩახაია, ელენე შამუგია, გიორგი ცინდელიანი. (პედაგოგი-ელისო ცანავა)
კონცერტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.