- დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.
საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 48 პარტიასა და 2 საარჩევნო ბლოკს შორის უწევს. ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.