დღეს “საიას” ზუგდიდის ოფისში


დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში, კვლევის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური  შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 

შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული ანალიზი და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევა, ასევე ისაუბრეს ძირითად მიგნებებზე და გამოწვევებზე. “საიას” აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განმარტებით, გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელიც ხელს უშლის  ქალებს უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში. “ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გავყოთ. ერთი ეს არის, საკანონმდებლო ბაზა და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია კვოტების  შემოღება იმისთვის, რომ ქალები უფრო აქტიურად და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში, მეორე მხრივ, პარტიების შიდა დემოკრატიის განვითარება, რათა ქალებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ ისინი გარდა იმისა, რომ ტექნიკურ და წინასაარჩევნო პერიოდში კარდაკარის პრინციპში არიან ჩართულები, ასევე ნომინირებულები იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.“ირმა პავლიაშვილამა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური უფლებების კვლევის დროს გამოკვეთილ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აქ იკვეთება რამდენიმე პრობლემა. „ერთი ის, რომ გარკვეული ინფორმაციული ვაკუმი მათ ხელს უშლის, რომ აქტიურად და ინფორმირებული არჩევანი განახორციელონ. არააქვთ მათ ინფორმაცია თუ რომელი პოლიტიკური აქტორები არიან საქართველოში. კვლევის დროს ისინი ასახელებდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც წლებია უკვე, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის გარდა, არსებობს პრობლემა ენობრივი ბარიერის კუთხით, რომელიც ხელს უშლის მიიღონ ინფორმაცია და იგივე პოლტიკურ პარტიებს არ აქვთ წარმოდგენილი თავიანთი პოლიტიკური პლატფორმები, პროგრამები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე“. საიას აღმსასრულებელმა დირექტორმა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო -სვანეთის მხრივაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მხრივ სამეგრელო ზემო- სვანეთში პრობლემები არ იკვეთება. „რაც შეეხება ქალთა პრობლემებს, არ ხდება მათი ნომინირება და წამყვან პოზიციებზე წარდგენა ასევე შიდა პარტიებში. ქალები მუშაობენ წინასაარჩევნო პროცესში გარკვეულ ტექნიკურ ასევე შინაარსობრივ საკითხებზე, თუმცა მათ არ სვამენ სიებში და შემდგომ უკვე ეს აისახება პარლამენტში, ასევე საკრებულოში. საკრებულოში გვყავს ნაკლები წარმოამდგენლობა“. პავლიაშვილის განმარტებით, მათ შეისწავლეს, მთლიანად საკრებულოს მუშაობა საქართველოში და დაინტერესდნენ რამდენად ახდენდნენ ქალი დეპუტატები საკითხების ინიცირებას და სხვადასხვა პრობლემების იდენტიფიცირებას. კვლევამ აჩვენა, რომ რომ ძირითადად, ინიციატივას საკრებულოში წარადგენენ საკრებულოს თავმჯდომარეები. „კვლევებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თვითმმართველობა უფრო დეცენტრალიზებული გახდეს და დამოუკიდებელი მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას და ორიენტირებული იყოს იქ მაცხოვრებელი ადამიანების  პრობლემების მოგვარებაზე. თვითმმართველობები უფრო მჭიდროდ და ახლოს იყვნენ თავის მოსახლეობასთან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სწორედ ადგილობრივი მოსახლეობების საჭიროებებს ეფუძნებოდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ, რომელიც კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ დღეს მტკივნეულად დგას ქალთა პოლიტიკური ჩართულობის საკითხი ჩვენს ქვეყანაში. „მე ვერ ვიზიარებ პოლიტიკური პარტიების მიდგომას იმსათან დაკავშირებით, რომ კვოტირების შემთხვევაში, ისინი, ქვეყანაში, ვერ იპოვიან იმ რაოდენობის ქალბატონებს, რომ მოხდეს სიაში მათი დატვირთვა. მე მგონია, ეს არის მათი არაეფექტური მუშაობის ერთ-ერთი მხარე იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი, მოტივირებული ქალბატონები არიან იმისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკის შექმნაში. ისინი მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში და მე მგონია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, მხარი უნდა დაუჭირონ კვოტირების საკითხს, იმისთვის, რომ დემოკრატიის საკითხში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას“.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!