- საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა დღეს გაიმართება.
” გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობას,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს გუშინელ სხდომაზე.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.