- ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს 17 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 15:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით.