- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღეს, 25 მაისს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება, 23:00 საათიდან კი მთლიანად ჩაიკეტება.
უწყების ცნობით, გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 27 მაისს, 08:00 საათიდან.