დღეს ვლაქერნობაა


  • 15 ივლისი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სალიტანიო მსვლელობით, ხდება  დადიანების მუზეუმის საცავიდან,  ქალაქის მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით,ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება. 

ვლაქერნობასთან და ღვთისმშობლის კვართის გადმობრძანებასთან დაკავშირებული სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინაპატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ. მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

სადღესასწაულო წირვაში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!