- საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 8 მარტიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
იხსნება რესტორნების შიდა სივრცეები, ასევე იხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები.
21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კი ისე ძალაში რჩება.