დღეიდან, მუზეუმი აგრძელებს ვიზიტორთა მიღებას


  • დღეიდან, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ჩვეული განრიგით აგრძელებს ვიზიტორთა მიღებას.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში დამთვალიერებელი იხილავს საახალწლო გამოფენას, სადაც წარმოდგენილია თამარ დე ლეტე ვაჩნაძის ნამუშევრები და ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაცია – ნიკო დადიანისა და დავით დადიანის სიმბოლიკებით, სპეციალურად მათთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლით.

“დღეიდან, საახალწლო გამოფენის სტუმრობა უფლისწულის სასახლეში შეგეძლებათ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო, დედოფლისეულ სასახლეში, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე.

უფლისწულის სასახლეში, საახალწლო გამოფენის დათვალიერება იქნება უფასო.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!