- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. წელს საგნობრივ გამოცდას 12 000-მდე პირი ჩააბარებს.
ამავე ინფორმაციით, 22 ივლისს მასწავლებლობის მსურველები გამოცდას აბარებენ შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური).
ტესტირება დღის პირველ ნახევარში ტარდება. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი.