დღეიდან ენგურჰესი დროებით გაჩერდება


  • “სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას ენგურჰესი ავრცელებს.

“სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს.

გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის.”-აღნიშნულია ინფომაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!