- დღეიდან, 14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.
თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე, არიან რეგისტრირებულები.
ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.
Gamarjobat rac soxumidan gadmovedi gancxadeba uamravi maqvs shetanili da araferi shedegi adzlevt magat visac xut xuti otaxebi aqvt tan daxupulta ojaxs mivekutvnebi