დონალდ ტრამპი: ვერ დავუშვებთ, რომ დაავადებასთან ბრძოლა თავად პრობლემაზე უარესი გახდეს


  • ვერ დავუშვებთ, რომ დაავადებასთან ბრძოლა თავად პრობლემაზე უარესი გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

„ვერ დავუშვებთ, რომ დაავადებასთან ბრძოლა თავად პრობლემაზე უარესი გახდეს. 15-დღიანი პერიოდის დასრულებისთანავე გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რა გზით გვსურს წასვლა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

16 მარტს ტრამპმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების 15-დღიანი ზომები დაამტკიცა, რაც სახლში დარჩენასა და გადაადგილების შეზღუდვებს ითვალისწინებს. 22 მარტს კი აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ეროვნული გვარდიის აქტივაციის განკარგულება კალიფორნიის, ვაშინგტონისა და ნიუ იორკის შტატებში, რადგან სწორედ ამ შტატებში ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აშშ-ში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 1 =

Akismet ანტისპამი