დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს


  • აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი რეზიდენცია ფლორიდაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს.

როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჩხრეკა სავარაუდოდ უკავშირდება ტრამპის მიერ თეთრი სახლიდან პრეზიდენტის ოფიციალური დოკუმენტაციის გატანის სავარაუდო შემთხვევებს.

თავად ტრამპმა მის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკას პროკურატურის მხრიდან „არამართლზომიერი“ ქმედება უწოდა. მისივე თქმით, „რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრაში“.

„ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებაში.

ტრამპის თქმით, „მსგავსი რამ მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხდება“.

ტრამპის მტკიცებით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა მისი სეიფი გატეხეს. „ბიბისის“ ცნობით, აგენტებმა ტრამპის რეზიდენციიდან რამდენიმე ყუთი გაიტანეს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინა. ზოგიერთი მათგანი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა.

კანონის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.

წყარო: პირველი არხი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!