ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ თავისი არჩევანი #8 საარჩევნო უბანზე გააკეთა. “იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩაივლის. ვარ იმედიანად, რომ ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ყველა გამოვა და თავის აზრს დააფიქსირებს.
ნუ ავრცელებენ ჭორებს, თითქოს მე გადავდექი, კორცხელის გახსენება უნდათ. ხომ იცით, ხალხი ყოველთვის აჟიოტაჟს და სანახაობას ელოდება. მე ველოდები იმას, თუ რას გადაწყვეტს ამომრჩეველი. მე ველოდები, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება“-განაცხადა ზუგდიდის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5k-jBDijsQU[/embedyt]