დიტო ჯაბურიას საზოგადოების დახმარება სჭირდება


  • 17 წლის დიტო ჯაბურიას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების თანადგომა, მას დაუდგინდა თვალის უიშვიათესი დაავადება “კერატოტონუსი”, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 0,02%ს აღენიშნება.

დაავადება გენეტიკურია და ძალიან სწრაფად ვითარდება, მან უკვე ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა სასწრაფოდ საჭიროებს გადანერგვის ოპერაციას, რათა მეორე თვალიც იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

დიტოს 3 თვის უკან რიზეში, არაშტურმას კლინიკაში დაუდგინდა კერატოტონუსი, ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა და მეორე თვალზეც მოუწია ქირურგიული ჩარევა, თვალი სასწრაფოდ საჭიროებს რქოვანას ტრანსპლანტაციას (კერატოპლასტიკას, ანუ დაზიანებული რქოვანის ჯანსაღი რქოვანით შეცვლას ) ეს ოპერაცია კი ტარდება სტამბოლში და ჯდება 20,000 $ . სამწუხაროდ ოჯახს არ გააჩნია ოპერაციისთვის საჭირო სახსრები, ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, ოჯახისთვის 1ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

დიტო ზუგდიდში რუხის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი, ხოლო თბილისის “არაგველების” მოქმედი ფეხბურთელია, ამ ვერაგმა დაავადებამ კი მისი კარიერული წინსვლა შეაჩერა. ოჯახს საზოგადოების გულისხმიერების იმედი აქვს.

დიტოსთვის გახსნილია ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი:
GE34BG0000000131206375GEL მიმღები: სიხარულია ირმა

თიბისი ბანკი:
GE20TB7980145068100023
მიმღები: იური სიხარულია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!