დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი – რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, რადგან პანიკური შესყიდვა ხდება


  • რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ რომ ხდება პანიკური შესყიდვები, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროდუქტების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ დგას და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკური შესყიდვები არ განახორციელონ, რათა დეფიციტი ხელოვნურად არ შეიქმნას.

“პანიკური ფონი არის ძალიან ცუდი, რადგან როდესაც დახლზე კონკრეტულად ვიღაც ერთი ბრენდის ქვეშ რაღაც პროდუქტს იყიდის და მეორე ხედავს, რომ პროდუქტი არ არის, სამწუხაროდ, ხელოვნურად ეს იწვევს პანიკას და შემდეგ უკვე ვრცელდება, თითქოს რაღაც პროდუქტი არ არის. რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვში არის რიგ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ რომ ხდება პანიკური შესყიდვები.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტების შესყიდვა მოხდა, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში ჩვენი მოძმე ერის დასახმარებლად. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა მოთხოვნა პირველად პროდუქტებზე და ჩვენც ცოდო ვართ, მიწოდების ჯაჭვში გვიჭირს. მათ შორის, რიგი პროდუქტის შემთხვევაში ლოჯისტიკაც გაჭირდა. ზოგი პროდუქტი ლარსზეა გაჭედილი და ახლა ჩვენ თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ხელოვნურად შევქმნით დეფიციტს და თხოვნა მექნება ჩვენს მოსახლეობასთან, რომ არ გააკეთონ პანიკური შესყიდვები და ხელოვნურად არ შექმნან ქვეყანაში დეფიციტი. ეს უფრო მძიმე ვითარებაში ჩაგვაგდებს,” – განაცხადა ივა ჭყონიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!