არიან ადამიანები, ვისი ამ ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლა შეუმჩნეველი რჩება ქალაქს. დინარი კოდუას წასვლას ამ ქალაქიდან, უცრემლოდ და გულისტკივილის გარეშე არ ჩაუვლია ზუგდიდელებისთვის. გულისხმიერი და კეთილსინდისიერი, მართალი ადამიანი იყო, სადაც იმუშავა, ყველგან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს, თავისი საქმის უზადო შემსრულებელი იყო. მთელ რაიონს იცნობდა მისი სამსახურებრივი მდგომარეობების გამო და მასაც ყველა იცნობდა. ხშირად, მასთან შეხვედრა, მისგან მიღებული რჩევა, თანადგომა და გამხნევება, საქმის კარგად დასრულების საწინდარი ხდებოდა,-არ აჩქარდებოდა, არ ამჩატდებოდა, ზედმეტი ემოციებით არ შეგაწუხებდა და სათქმელს გულახდილად გეტყოდა. უპრეტენზიო ადამიანი გახლდათ, არც მოფერებას გთხოვდათ და არც დაფასებას, უღალატო და ერთგული თუ იქნებოდი მასთან და არა მარტო მასთან, საქმესთან, ქვეყანასთან, მის პატივისცემას აუცილებლად დაიმსახურებდი.
დინარი კოდუას სახით, ღირსეული ადამიანი დააკლდა ქალაქს, მეგობრებს, ოჯახს, ახლობლებს. სასუფეველი მას. განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
ზუგდიდელების სახელით, – მეგობრები