დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი ჯეირან გვაგვალია გახდა


  • “დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი გულიას სახელობის 2024-2025 წლის სტიპენდიატი ჯეირან გვაგვალია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებს.

ინფორმაციისთვის: “დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების“ პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წლიდან ახორციელებს.

პროგრამის ბენეფიციარები არიან სტუდენტები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.

წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!