- წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის.
მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დიმიტრი ბერაია 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ინფორმაციით, დიმიტრი ბერაიამ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, ქართველმა ჩემპიონობა, აქამდე 13 წლამდელთა შორის იზეიმა.