“…მომესალმა სიყვარულის მუზა“


დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთკაში პოეზიის საღამო  გაიმართა.
სამკითხველო დარბაზში დამწყები პოეტის გვანცა ზარქუას პოეტურმა სტრიქონებმა გაიჟღერა – ,,დილით ადრე მომესალმა სიყვარულის მუზა“ წერს გვანცა – სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე და ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის წევრი.
ლექსებს წერს ცხრა წლის ასაკიდან. წერს ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ მის შემოქმედებაში მაინც სიყვარულის მოტივი ჭარბობს. ეს საღამო მისი პირველი შეხვედრა არ ყოფილა მკითხველთან. მას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პროექტის ,,ახალი სახეები“-ს ფარგლებში არტ-გალერეაში ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ლიტერატურული სალონის წევრის სტატუსით და ბიბლიოთკაში ეს მისი პირველი საღამოა. ამბობს, რომ ბიბლიოთეკასთან პირველ რიგში წიგნების სიყვარულმა დაახლოვა. საღამო განსაკუთრებულ თარიღს – პოეტის იუბილეს დაამთხვია.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ახალგაზრდა პოეტები,ლიტერატურული სალონისა და ახალგაზრდა პოეტთა ასოციაციის წევრები, ჟურნალისტები. ბიბლიოთეკის თანამშრომლები, გვანცას გულშემატკივრები და უბრალოდ პოეზიის მოყვარულები. საღამოს დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მისი შემოქმდება შეაფასა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ სალონი გასული წლის 17 ნოემბრიდან ფუნქციონირებს და ახალგაზრდა შემოქმედებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი ნაწარმოებები ერთმანეთს და საზოგადოებას გააცნონ.
ივდო ოტობარი,
შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის “ბეჭდვითი და ონლაინმედია” სტუდენტი

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!