- დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, სანაპიროები დაიხუროს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ერთმანეთისგან სოციალურ დისტანციას არ დაიცავენ და სანაპიროზე მასობრივი შეკრებები დაფიქსირდება, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, სანაპიროზე გასვლა აკრძალოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთის რამდენიმე სანაპიროზე ათასობით ადამიანი გავიდა, რა დროსაც მათ შორის დისტანცია დაცული არ იყო.
ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 307 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 43 230 ადამიანი ემსხვერპლა.