დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში. ნაცვლად აღნიშნულისა, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული. ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!