- მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობდა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ.
”ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომელზედაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია,”- განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისი განმარტებით, თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მის მემკვიდრეს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის ლიდერად და მეფე ჩარლზ III-ე პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.