- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა პროექტის ,,დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ (ფასილიტატორები: მედეა თორია და ნანი მოსიძე) ფარგლებში დაგეგმილი დოკუმენტური ფილმის “გამო( მ) იწერე” ჩვენება და ვორკშოპი.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
პროექტს ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია PEOPLE IN NEED და დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.