- ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისთან შეკრებილმა “დემიშიზაციის აქციის” მონაწილეებმა, “ოცნების” მხარდამჭერებმა, კვერცხები ესროლეს ოფისს. შუშები ჩაამსხვრიეს. ცოცხები და კასრები მიიტანეს და შესასვლელ კარებთან დაყარეს. ისინი ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში. რომ ეს მოძრაობა უნდა აიკრძალოს.
აქციის მონაწილეებთან მოქალაქე აქტივისტებიც მივიდნენ.
მონაწილეებთან ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელი გამოვიდა. მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე. მათ მანიფესტანტებს სიმღერები, მათ შორის საბჭოთა ჰიმნი დაახვედრეს.
ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.