საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოაქვეყნა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 240 ოჯახი მიიღებს.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე.
ქულების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.