დღეს, დევნილთა შიმშილობის მეთერთმეტე დღეა. 12 იძულებით გადაადგილებული პირი მოთხოვნების შესრულებამდე გააგრძელებენ შიმშილობას. შიმშილობის მეცხრე დღეს მათთან მივიდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელიც მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
ვახტანგ ყოლბაიას თქმით, დევნილთა სამინისტრო და აფხაზეთის მთავრობა, ერთობლივად მუშაობს მათი პრობლემების მოგვარებაზე: „მთავრობა თქვენს წინაშე ვალდებულია, ვხედავ აქ როგორი სიტუაციაა და თქვენ მართლები ხართ, ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ უკეთესად იგრძნოთ თავი. დევნილები ამბობენ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ იმედი მიეცათ რომ გაუუმჯობესდებათ არსებული სიტუაცია. მოშიმშილის ქეთევან ინაშვილის განცხადებით, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ის მაინც აგრძელებს შიმშილობას. „სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება ბოლომდე შესრულებული, მანამ აქ ვიქნებით. ვითხოვთ სამინისტროდან ჩამოვიდეს ვინმე კომპეტენტური პიროვნება, რომელიც გაეცნობა ჩვენს სიტუაციას, ნახონ როგორ არაადამიანურ პირობებში ვცხოვრობთ. დევნილთა სამმართველოს მისი ხელმძღვანელი მხოლოდ ერთხელ მოვიდა, მის მერე არ გამოჩენილა, მართალია. სამმართველოს იურისტი და სპეციალიტი ხშირად მოდიან და ეცნობიან ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ ჩვენ სამმართველოს ხელმძღვანელობასთან გვაქვს პრეტენზიები და მათ ეს უნდა მოისმინონ.“