საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საუნჯე,“ თემაზე: „დევნილთა საჭიროებები სრულფასოვანი განსახლებისათვის“ შეხვედრა გამართა. სადაც ისაუბრეს დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე და თანმდევ საჭიროებებზე.
ასევე, შეხვედრაზე, დევნილებისათვის სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=FqAjvI2H2DY[/embedyt]
სამიზნედ შერჩეული იყო დევნილთა ორი კატეგორია: დევნილები განსახლებული გრძელვადიანი პერსპექტივით უკვე არსებულ კოლექტიურ ცენტრებში და დევნილები, რომლისთვისაც აშენდა გრძელვადიანი საცხოვრებელი კორპუსები. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მკლევარები იყო სათემო ორგანიზაციის ექვსი წარმომადგენელი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, მიიღეს კვალიფიკაცია და განახორციელეს საველე ვიზიტები დევნილთა სათემო ორგანიზაციებში.