ისევ დევნილთა პირობებზე


გაიმართა “გამჭვირვალობის” ახალი კვლევის “დევნილთა საცხოვრებელი პირობები სამეგრელოს კომპაქტური განსახლების ობიექტებში” პრეზენტაცია. კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტების იმ ნაწილში არსებული მდგომარეობა,
რომელთა რეაბილიტაცია დღემდე არ დასრულებულა. შეხვედრას ესწრებოდნენ ის დევნილები რომელთა კომპაქტურ ცენტრებში არის მძიმე საცხოვრებელი პირობები. დევნილმა თეა ვეკუამ, რომელიც ფაიფურში ცხოვრობს ე.წ. „კარავის დასახლებაში“ ისაუბრა შენობის მძიმე მდგომაეობაზე, ამორტიზირებულია კედლები, იატაკი და სახურავი, დაზიანებულია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5ClM7HmJoTQ[/embedyt]
სენაკელი დევნილი ქალბატონიც ზუგდიდელები გეს-სთან საუბრობს პრობლემებზე, რომელიც მის კომპაქტურ ჩასახლებაში აქვთ დევნილებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Z23AHH63xyU[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!