დევნილებმა ვერ მოახერხეს თბილისში გამგზავრება


რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულმა დევნილებმა გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე დაანონსეს, რომ აქციას თბილისში,  ევროკავშირის მისიის  ოფისთან გააგრძელებდნენ. დღეს „ზუგდიდელებს’’ მოშიმშილე ტატო ქობალია დაუკავშირდა და განაცხადა,  რომ დევნილებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ მოახერხეს თბილისში გამგზავრება, ისინი ისევ ადგილზე რჩებიან და აქციას გააგრძელებენ.

„დღეს შიმშილობის მე 9 დღეა, მოშიმშილეები თავს ცუდად გრძნობენ და ვერ ახერხებენ დედაქალაქში  გამგზავრებას, მეც ორჯერ ნაოპერაციევი ვარ და ძალზედ ცუდად ვგრძნობ თავს. მოშიმშილეებმა   უარი განაცხადეს მედიკამენტებზე. ჩვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვნათ და მანამ გავაგრძელებთ აქციებს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება ბოლომდე შესრულებული”.- განაცხადა ტარიელ ქობალიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!