დევნილები ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვენ


ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად გაშლილ კარავში შიმშილობდნენ, დღეს, ანაკლიაში, დევნილებთან ჩასულ სამმართველოს ხელმძღვანელთან მანუჩარ ჩილაჩავასთან და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის  უფროსთან მურად აბლოთიასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

დევნილებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “გეყოთ!!!  გაასაჯაროვეთ ჩვენი რაიონული საავადმყოფოს ექსპერტიზის დასკვნა”. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ, მაგრამ არსებობს შენობის ექსპერტიზის პასუხი, რომელიც მათ საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ლევან პაპავამ მიაწოდა. ექსპერტიზის თანახმად, შენობა საცხოვრებლად საშიშია და დაუყოვნებლივ საჭიროებს დევნილთა გადაყვანას.

აქციის მსვლელობისას, დევნილებმა, რამდენჯერმე სცადეს იმ შენობაში შეჭრა, სადაც  სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის  უფროსი მურად აბლოთია იმყოფებოდნენ. მაგრამ მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოგვიანებით, დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანლის გამოჩენამ  სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=v6pnP2IVeNQ[/embedyt]

იძულებით გადაადგილებულ პირთა თქმით, ისინი დღეიდან მჯდომარე აქციას იწყებენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=huEI8TsfCDE[/embedyt]

მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მინისტრის მრჩეველმა ლევან ტერაშვილმა. მისი თქმით, კომისიამ დაასრულა სამუშაოები და უახლოეს დღეებში იგეგმება დევნილების განსახლება ბარამიას ქუჩაზე. „ბუნებრივია ვინც დააგროვა საკმარისი ქულები ის მიიღებს ბინას. ავარიულობა არ ნიშნავს ნგრევადობას ავარიული შენობა ხარიხხებიდან ინსაზღვრება. რაც შეეხება ქულებს ნებისმიერ ადამიანს აქვს გააპროტესტოს თუ რაიმეს არ ეთანხმება ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები და ამის შემდეგ მიიღებენ კომპეტენტურ პასუხს- განაცხადა ტერაშვილმა ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QnTpc_cm-kg[/embedyt]

რაც შეეხება სახალხო დამცველის წარმომადგენელს ლევან პაპავას, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია დევნილებს ექსპერტის დასკვნის არსებობის შესახებ, ჟურნალისტთა ზარებს არ პასუხობს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!