დედოფლისეულ სასახლეში დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი


  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტის ფარგლებში დედოფლისეულ სასახლეში დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც სამუზეუმო ფონდების კეთილმოწყობას, რესტავრაციას და თანამედროვე სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა.

დადიანების სასახლის ადმინისტარციის ინფორმაციით, რესტავრაციის პროცესში ფონდსაცავების კედლებიდან მოიხსნა საბჭოთა პერიოდის ბათქაში და საღებავი, ამ დროს გამოვლინდა სასახლის ისტორიისათვის საინტერესო სამშენებლო ფენები (მათ შორის ბუხრები, ნიშები, შენობის ძველი მოპირკეთების ფრაგმენტები), ამიტომ რესტავრატორებთან კონსულტაციების შემდეგ აღნიშნული ფენები სათანადოდ დამუშავდა და კონსერვაცია ჩაუტარდა, 2000-იან წლებში ჩადგმული მეტალოპლასმასის ყველა ფანჯარა შეიცვალა სასახლისათვის შესაბამისი ხის ფანჯრებით.

“საგანძურის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ბროლ ფაიფურისა და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ფერწერის ფონდსაცავები აღიჭურვა სიგნალიზაციის, ვიდეო მონიტორინგისა და ცეცხლის ქრობის თანამედროვე სისტემებით. ყველა საცავში საბჭოთა პერიოდის ლინონიუმი შეიცვალა მაღალი ხარისხის ხის იატაკებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეებისათვის აშშ-ს საელჩოს სარეაბილიტაციო გრანტი ხელოვნების სასახლემ მოამზადა, პროცესს პატრონაჟს კულტურის სამინისტრო უწევს.”- აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!