“დედა გაზეთის” და მისი 4 შვილის დაბადების დღე


  • 1 მარტია დღეს და ამ ფოტოზე წარმოდგენილი 5 გაზეთის დაბადების დღეა, რადგან ზუგდიდში, მათი დედა გაზეთი “ყაზახიში გაზეთი” დაიბადა 1930 წელს.

ადამიანებივით არიან – ყველას თავისი ბედი და შინაარსი ჰქონდა და აქვს. მედიაისტორია ამბობს, რომ პირველი გაზეთი, ზუგდიდში, “ყაზახიში გაზეთი” იყოო. მედიამკვლევარები ამბობენ, რომ პირველი მეგრულენოვანი საინფორმაციოი გაზეთი 1929 წელს გამოიცა, “კოლექტივიში შარათ” სახელწოდებით და 30 – წლის პირველ მარტამდე იცოცხლა. შემდეგ იყო “ყაზახიში გაზეთი”, 1936 წლიდან “კომუნარები” – ჯერ მეგრულ – ქართულად, შემდეგ კი, სრულად ქართულად, 1938 წელს გაზეთს “მებრძოლი” შეარქვეს, 1990 წელს, 3 წლით, “ოდიში” გახდა. შემდეგ, 1994 წლიდან, ახალ დროებასთან ერთად, ნატყვიარ ოფისში, “ზუგდიდის” სახელით გაგრძელდა მისი ცხოვრება და დღემდე მოდის მცირე ტირაჟით, მაგრამ ცოცხლობს მაინც თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების თანადგომით…

პირველი გაზეთი ზუგდიდში 5000 ტირაჟით გამოცემულა, შემდეგ 16 000 გამხდარა, იყო 22 000 და მეტიც. ფორმატს რაც შეეხება – “ყაზახიში გაზეთი A2 ფორმატი იყო (“კომუნისტის” ფორმატი), “კომუნარი”, “მებრძოლი”, “ოდიში” და “ზუგდიდი” A3 ფორმატით გამოიცემოდა. ყველა ამ გაზეთის გამომცემელი ადგილობრივი ხელისუფლება იყო. დროთა განმავლობაში, ხელისუფლებამ უარი განაცხადა გაზეთის დოტაციაზე. სრულად დამოუკიდებელი, ახლანდელი “ზუგდიდი”, სამწუხაროდ, მცირე ტირაჟით და A4 (თაბახის) ფორმატით ხვდება თავის 94 – ე წელს. სამწუხაროდ და საბედნიეროდაც – საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს და ზუგდიდურ მედიაისტორიას აგრძელებს ავად თუ კარგად… ქამარმოჭერილად…

წინ 95-ე, საიუბილეო წელია,- გაზეთის შემოქმედებით ჯგუფს აქვს გეგმები, რომელსაც ზუგდიდელებთან ერთად განიხილავს და იმედოვნებს, მათთან ერთად განახორციელებს კიდეც.
დღეგრძელობა, ზუგდიდის ერთ-ერთ მხცოვან მეისტორიეს…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!