“დედაშვილობის სილამაზე”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით „დედაშვილობის სილამაზე“. სასახლის აღსაზრდელების დედებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს სასახლის ფოიეში. 

 მოგვიანებით, ღონისძიებამ გადაინაცვლა სასახლის დარბაზში, სადაც დედებმა და შვილებმა, ერთობლივად, შეასრულეს სიმღერები. კონცერტის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებს, გადაეცათ დიპლომები და თაიგულები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bS9IlX5RzQQ[/embedyt]

სასახლის განვითარების განყოფილების უფროსის მედეა თორიას განმარტებით, დღევანდელი ღონისძიება პროექტის „გავუღიმოთ ერთმანეთს“ფარგლებში ჩატარდა. „ღონისძიებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მშობლების ჩართულობა ნამდვილად აუცილებელია, მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდის საქმეში”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=c-xzCINc464[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!