“დედამიწის საათს” დადიანების სასახლე-მუზეუმიც უერთდება


  • დღეს, 22 მარტს, 20:30-დან 21:30 საათამდე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დადიანების სასახლე-მუზეუმიც უერთდება გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის საათი“.

“აღნიშნულ პერიოდში მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშება, რითაც შევუერთდებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მსოფლიო ინიციატივას.

“დედამიწის საათი“ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და საზოგადოებაში პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას.

მოგიწოდებთ, თქვენც შეუერთდეთ ამ ინიციატივას – ერთი საათით გამორთეთ სინათლე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა პლანეტის მიმართ!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!