პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქალთა გააქტიურება და მათი ჩართვა საკანონმდებლო ინიციატივების დაწყების პროცესში. პროექტის დასაწყისში ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩაატარეს საინფორმაციო სახის შეხვედრა მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ცენტრში, სადაც შეხვდნენ აქტიურ მოქალაქეებს (ქალებს), ჩაინიშნა ფოკუს ჯგუფის ჩატარების თარიღი და ადგილი. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა სამიზნე სამ მუნიციპალიტეტში, გამოიკვეთა პრობლემები და გამოვლინდნენ ლიდერები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის აქტივობებში.
ორგანიზაციის იურისტების მიერ მომზადდა საპეტიციო ინიცირების საკითხები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის, კანონმდებლობისა და რეგლამენტის გათვალისწინებით და ინიცირებები ჩაბარებულ იქნა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. შერჩეული ლიდერების მიერ და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ინიცირებულ საკითხებზე, რომლებიც შეეხებოდა გარემოს დაცვით საკითხებს, კერძოდ: საყოფაცხოვრებო ნაგავის დაყრის მავნებლობას და ნაგვის ურნების დამატებას სტრატეგიულ უბნებზე. დარეგისტრირდა პეტიციები, რის შემდეგაც საკრებულოებმა მოიწვიეს შესაბამისი კომისიის სხდომები (დარეგისტრირებიდან 1 თვეში) სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ შერჩეულმა ლიდერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ იმსჯელა შეტანილი საკითხის გადაჭრის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე. სამივე სამიზნე მუნიციპალიტეტში საკითხი მიზანშეწონილად იქნა ცნობილი და მოხდა მისი გათვალისწინების მონიტორინგი (თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს მისი გათვალისწინება (საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილება) სამიზნე მუნიციპალიტეტების შესაბამისი უწყებების მიერ). ორგანიზაციის მიერ მომზადდა სოციალური კლიპი, რომელიც გაშვებული ქნა ადგილობრივ ტელევიზიაში (ზუგდიდში). კლიპის მიზანი იყო სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხაზგასმა და ამაღლება.
ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს სამეგრელო ზემო – სვანეთში აქტუალური საკითხების კვლევას მოსახლეობასთან თანამშრომლობით და ახორციელებს ამ საკითხების ადვოკატირებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.
პროექტი “დედამიწა ჩვენი სახლია” განხორციელდა რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარის” მიერ ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.