დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო


  • ბევრ ქვეყანაში მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ატარებს პირბადეს – ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე, ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება,- აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც.

„უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ავიცრათ. რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც. აცრა ერთ-ერთი მთავარი დამცველია. აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა, “ომიკრონის” დროს კი მნიშვნელობა აქვს “ბუსტერს”.

იცით, რომ ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მეოთხე დოზით აცრა, განსაკუთრებთ ხანდაზმული მოსახლეობის. ჩვენთანაც მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულზე .

რაც შეეხება მეორე მთავარ იარაღს, პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“,- აღნიშნავს გამყრელიძე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!